წესები და პირობები

Monday, der 2. January 2023 2025-02-24 19:47

ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის https://aparthotelgudaurihills.com/ka/ (შემდგომში: „ვებ-გვერდი“) გამოყენება რეგულირდება შპს „პრემიუმი“ (ს/კ 405004677) (შემდგომში: „კომპანია“ „ჩვენ“ „სასტუმრო“), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში: „წესები და პირობები“).

 

კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს „პრემიუმი“ (ს/კ 405004677) (ს/ნ 405146596)

მის: —-ყაზბეგის რაიონი , დაბა გუდაური ———–

ელ-ფოსტა: reception@gudaurihills.com

ტელეფონი: +995 599663322

 

შესავალი

აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს მომხმარებლის (შემდგომში: „სტუმარი“ „თქვენ“) მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე –  https://aparthotelgudaurihills.com/ka/ და რომელიც ოპერირებს შპს „არეალი ინქ.” (ს/ნ: 405122077) (შემდგომში: „არეალი“) მეშვეობით

ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებითა და ჯავშნის განხორციელებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტოლფასია. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გადახდამდე. წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია  პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები – გუდაური რესორტი (1).docx

წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს თქვენსა და კომპანიას შორის არსებულ ურთიერთობაზე და ვრცელდება სასტუმროს ნომრებისთვის განკუთვნილი სივრცის ყველა ჯავშანზე. თქვენ ეთანხმებით, რომ დაჯავშნა მოხდება კეთილსინდისიერად, დადგენილი წესების თანახმად (შეუზღუდავად) და არა სხვა მიზნებისთვის.

წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობის მიცემით, თქვენ აცხადებთ, რომ სრულად წაიკითხეთ და ეთანხმებით მას.

 

ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს თქვენ შესახებ იმისათვის რომ მივიღოთ თქვენი შეკვეთა და გაგიწიოთ მომსახურება. ინფორმაცია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება თქვენგან მოვითხოვოთ, შევაგროვოთ და დავამუშავოთ, არის:

  • სახელი და გვარი;
  • ელ-ფოსტა;
  • მობილური ტელეფონის ნომერი;
  • საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, ქვეყანა;
  • პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.

 

ტარიფები და ანგარიშსწორება:

  • სასტუმროს ნომრის დაჯავშნის დროს წინასწარ იხდით ჯავშნის ჯამური ღირებულების 100%-ს, წინასწარ მითითებულ ვალუტაში;
  • ონლაინ გადახდა ხორციელდება სს თიბისი ბანკის უსაფრთხო გადახდის სისტემით, სადაც თქვენ ერთჯერადად შეგყავთ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემები და 3D უსაფრთხოების კოდის საშუალებით ადასტურებთ თქვენი საკრედიტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრას. სურვილის შემთხვევაში, ასევე, შეგიძლიათ გადახდა განახორციელოთ Apple wallet-ის ან Google wallet-ის მეშვეობით;
  • სასტუმროს ნომრის ღირებულებაში არ შედის საუზმე, სასმელი ან/და სხვა დამატებითი მომსახურებები. საუზმის ღირებულება შეადგენს დამატებით 50 ლარს;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს დატოვებთ ვადაზე ადრე ან გამოცხადდებით მითითებულ პერსონაზე ნაკლები, თქვენ მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოისურვებთ ნომერში საწოლის დამატებას, შესაბამისად, ისარგებლებთ ე.წ „extra bed” მომსახურებით, თქვენ დამატებით დაგეკისრებათ გადასახადი აღნიშნულ მომსახურებაზე 50 ლარის ოდენობით.

 

 

შეკვეთის გაუქმება/თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

  • თუ სტუმარი ჯავშანს გააუქმებს ჯავშნის თარიღამდე 14 დღით ადრე, მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო თუ ჯავშანს გააუქმებს ჯავშნის თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ ვადაში მის მიერ გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;
  • თანხის დაბრუნება/ანაზღაურება მოხდება ჯავშნის გაუქმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
  • თანხის დაბრუნება, განხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით;
  • თანხა დაგიბრუნდებათ ე.წ ჯავშნის გაუქმების გადასახადის (cancellation fee) გამოკლებით, რაც შეადგენს თქვენ მიერ გადახდილი თანხის 2%-ს;
  • ჯავშნის გაუქმების შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: reception@gudaurihills.com, სათაურის ველში ჩაწერეთ „ჯავშნის გაუქმება“. შეტყობინებაში დაფიქსირებული უნდა იყოს:
  • ჯავშნის დასტურის ნომერი
  • სტუმრის სახელი/გვარი

ჩასვლა და გამგზავრება

  • სასტუმროს ნომერში შესვლის (check-in) სტანდარტული დროა 15:00 სთ.
  • სასტუმროს ნომრიდან გასვლის (check-out) სტანდარტული დროა არაუგვიანეს 12:00 სთ.
  • ადრეული ჩასვლა ან გვიანი გამგზავრება (late check-out) შესაძლებელია დამატებითი საფასურით.
  • სასტუმროს ნომერში მისვლისას სტუმარმა უნდა წარადგინოს მოქმედი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
  • სასტუმროში ჩასვლისას, სტუმარი დამატებით ხელს აწერს რეგისტრაციის ბარათს, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.

 

მომსახურებაზე უარის თქმის უფლება

  • სასტუმრო უფლებას იტოვებს უარი თქვას თქვენთვის მომსახურების გაწევაზე (თანხის დაბრუნების გარეშე) თუ:
  • ხართ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა დამბანგავი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და არღვევთ წესრიგს;
  • სხვა სტუმრებს ურღვევთ სიმშვიდეს;
  • ცდილობთ გამოიყენოთ ჩვენი სასტუმრო უკანონო მიზნებისთვის;
  • განზრახ აზიანებთ სასტუმროს საკუთრებას ან სტუმრებს;
  • თუ ნებართვის გარეშე გადააჭარბეთ ოთახში დასაშვებ პირთა დადგენილ რაოდენობას;
  • თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

ინფორმაციის შენახვა

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია, გარდა თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემებისა, ინახება არეალის დაცულ სერვერებზე;
  • ინფორმაცია თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების შესახებ ინახება სს თიბისი ბანკის დაცულ სერვერებზე;
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაციის ონლაინ გაცვლა არ არის სრულიად უსაფრთხო და არსებობს მცირე შანსი, რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ მოექცეს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ არ გააამჟღავნოთ პაროლები (რეგისტრაციის შემთხვევაში) და სხვა მონაცემები.

 

უსაფრთხოება

  • ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას წინამდებარე ვებ-გვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შესანახად და დასაცავად გამოიყენება არეალისა და სს თიბისი ბანკის მიერ დანერგილი ტექნოლოგიები;
  • თიბისი ბანკის უსაფრთხო გადახდის სისტემა, საშუალებას გვაძლევს, არ გავამჟღავნოთ საკრედიტო ბარათების ნომრები და შესაბამისად, დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა;
  • იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვა/პრეტენზია გექნებათ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ – სს თიბისი ბანკს.
  • იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვა/პრეტენზია გექნებათ თქვენი პერსონალური მონაცემების (გარდა საკრედიტო ბარათის მონაცემებისა) მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ – არეალს შემდეგი ელ ფოსტის მისამართზე: Support@area.ly
  • სასტუმრო პასუხისმგებელია სასტუმროს თანამშრომლების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების (გარდა საკრედიტო ბარათის მონაცემებისა) მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე;
  • არეალი პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების (გარდა საკრედიტო ბარათის მონაცემებისა) უსაფრთხოებაზე (ვებ-გვერდის უსაფრთხოებაზე);
  • სს თიბისი ბანკი პასუხისმგებელია თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების უსაფრთხოებაზე;

 

თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული პოლიტიკა

  • თამბაქოს მოწევა მკაცრად აკრძალულია ყველა ოთახში და დახურულ ტერიტორიაზე. აღნიშნული წესის დამრღვევი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით.

 

სასტუმროს ქონების დაზიანება

  • სტუმარი პასუხისმგებელია სასტუმროს ქონების მის მიერ, ან მეგობრების, სტუმრების, და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ დაკარგვასა და დაზიანებაზე;
  • სტუმარი ვალდებულია აუნაზღაუროს ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანი კომპანიას. დაკარგული ნივთების საფასური, მისი ღირებულების პროპორციულად, ჩამოიჭრება სტუმრის საკრედიტო ბარათიდან.
  • იმ შემთხვევაში თუ დაკარგავთ სასტუმროს გასაღებს, დამატებით დაგეკისრებათ გადასახადი 15 ლარის ოდენობით, თითოეული გასაღებისთვის.
  • ოთახების, ავეჯის, აღჭურვილობის ან ნებისმიერი სასტუმროს ინვენტარის: მატრასი, საბანი, თეთრეული, პირსახოცები, მატრასის საფარი, ბალიშები, საძინებელი გადასაფარებელი, ბლანკეტები, სამზარეულო აქსესუარები და სხვა, დაზიანების შემთხვევაში, დაგეკისრებათ ჯარიმა 10-დან 2000 ლარამდე ოდენობით, რაც დამოკიდებული იქნება სრული ჩანაცვლების ღირებულებაზე, ასევე გადაზიდვისა და ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზე.

 

კომპანიის პასუხისმგებლობა

  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენი პირადი ქონების დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში.

 

კონფიდენციალურობა

  • დაჯავშნის პროცესისა და თქვენი სტუმრობის დროს კომპანია აგროვებს თქვენს პირად მონაცემებს;
  • ჯავშნის პროცესში მიღებული პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯავშნის დამუშავებისა და სერვისის გაუმჯობესებისთვის;
  • კომპანიის მიერ თქვენი მონაცემთა დამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები – გუდაური რესორტი (1).docx

 

ფორს-მაჟორი

  • კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იხდის კომპენსაციას ამ პირობების დარღვევის, დაგვიანებით ან მომსახურების არ მიწოდების შემთხვევაში, თუ ეს განპირობებულია ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებით. როგორიცაა, ბუნებრივი კატაკლიზმები, კატასტროფა, ხანძარი, ომი ტერორისტული აქტები, გაფიცვები, სამოქალაქო არეულობა, სამთავრობო რეგულაციები, სამრეწველო დავა, არასასურველი კლიმატური პირობები, ან ნებისმიერი სხვა ხელისშემშლელი მოვლენა – გარემოება, საგანგებო მდგომარეობა, ტრანსპორტირების შეფერხება, სერვისების წარუმატებლობა. ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მოპოვებაზე თანხმობის არ არსებობა.

 

 

Cookies-ის (ქეშირებული ინფორმაცია) გამოყენება

  • Cookies ფაილები შესაძლოა გამოყენებული იქნას თქვენი ვებ-გვერდიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად. Cookies ფაილები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა შენახული იყოს თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე;
  • Cookies არ შეიცავს პირად ინფორმაციას, ისინი შეიცავს მხოლოდ კომპანიის ვებ-გვერდზე შემოსვლის სტატისტიკურ მონაცემებს. ეს ინფორმაცია გვეხმარება ვებ-გვერდის/ მომსახურების გაუმჯობესებაში;
  • თუ არ გსურთ, Cookies ფაილების ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ, გაწმინდოთ თქვენი ბრაუზერის ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Cookies ფაილების წაშლის შემთხვევაში, შესაძლოა, სრულად ვერ დაათვალიეროთ ვებ-გვერდი და გამოიყენოთ მისი ყველა ფუნქცია.

 

დავის გადაწყვეტა და მარეგულირებელი კანონმდებლობა

  • წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობებიდან გამომდინარე, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.

 

ცვლილებები

  • კომპანია აცხადებს, რომ მან შეიძლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებში, რომელიც სრულად გავრცელდება თქვენზე. ვებ-გვერდის გამოყენების წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში, იგი ძალაში შევა მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.

 

 

წესების მიღება/დასტური

  • ჩვენი სერვისის გამოყენებით და ჯავშნის დასრულებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
  • იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმებით წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ კომპანიის პლატფორმით/მომსახურებით.

 

 

Ხელმისაწვდომობის შემოწმება

1 ნომერი , 1 ზრდასრული , 0 ბავშვი
ნომრები
ზრდასრული
ბავშვი