ევროპული რესტორანი

რესტორანი ‘’გუდაური ჰილსი” განთავსებულია ჩვენი სასტუმროს მეორე სართულზე. აქ თქვენ დაგხვდებათ რესტორნის მყუდრო ინტერიერი ნათელი ზამთრის ბაღით და ვერანდით.
ჩვენი შეფ-მზარეული შემოგთავაზებთ უგემრიელეს კერძების ფართო არჩევანს. რესტორნის ბარი გაგიმასპინძლდებათ მრავალფეროვანი კოქტეილებით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით.
ჩვენი რესტორნის ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით.



