კურორტი გუდაური

Friday, der 18. October 2024 2024-12-05 21:32


კურორტი გუდაური


სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება.

გუდაურში პირველი საბაგირო გზა 1988 წელს აშენდა და  დღეისათვის  14 საბაგირო გზაა და მათგან უმეტესი ცნობილი ავსტრიული კომპანიის „ დოპელმაიერის“ აშენებულია. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ხოლო ზედა 3276 მეტრზე მდებარეობს.

გუდაურის სასრიალო ტრასები ყველა დონის მოთხილამურისთვის არის განკუთვნილი. სასრიალო გზის სრული მანძილი 70 კილომეტრია, რომელიც 20 სასრიალო ტრასას მოიცავს. სასრიალო ტრასები ძირითადად 4 სხვადასხვა სახის სირთულისაა: დამწყები, საშუალო დონის, გამოცდილი და პროფესიონალი. გუდაური გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ხელსაყრელი ადგილია. მისი დახრილი ფერდები ამის საშუალებას იძლევა. გუდაურში ჰავა მშრალია, ხოლო თოვლის საფარი 1-2 მეტრს აღწევს.

Ხელმისაწვდომობის შემოწმება

1 ნომერი , 1 ზრდასრული , 0 ბავშვი
ნომრები
ზრდასრული
ბავშვი